დღეიდან, 3 აგვისტოდან, საქართველოს 6 რადიოში "ფორმულას" გადაცემები გავა.
ერთობლივ მემორანდუმს ხელი მედიაჰოლდინგ ჰერეთის დამფუძნებელმა, რამაზ სამხარაძემ და ტელეკომპანია "ფორმულას" დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ, მოაწერეს.
"ფორმულას" საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოკ-შოუები პირდაპირი ეთერის რეჟიმში ჰერეთის შემდეგი რადიოების ეთერში განთავსდება: რადიო თბილისი FM93.5(დედაქალაქი შემოგარენი), ჰერეთი FM102.8 (კახეთი), ციტრუსის FM97.3 (ბათუმი) და პარტნიორი რეგიონული რადიომაუწყებლების ძველი ქალაქის FM107.9 (იმერეთი), "მოზაიკასა" FM97.8 (შიდა ქართლი და ცხინვალის რეგიონის ნაწილი) და "ოდიშის+" FM97,9 ; FM102,9; FM103,2; FM104,9 და FM107,1 (სამეგრელო, გურია და მთელი აფხაზეთი).
ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, დღის 17:30-18:30 და 21:00-22:30 დროის მონაკვეთში პირდაპირ ეთერში გავა "ფორმულას" სატელევიზიო პროექტები: "კომენტარი", "სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა", "გიორგი თარგამაძის ფორმულა", ნინო ჟიჟილაშვილის და ვახო სანაიას "პოლიტმეტრი".
ყოველ ორშაბათს კი 9:00 – 11:00 საათის მონაკვეთში რადიოებში: თბილისი, ჰერეთი და ციტრუსი, გიორგი თარგამაძის გადაცემა "დროების" რადიოვერსია გავა.
ფორმულას ტოკ-შოუები რადიოეთერით გავრცელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ნაწილშიც.